12 და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ უფლისაგან: 13 „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე აღთქმა დავდე თქვენს მამებთან იმ დღეს, როდესაც ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, გამოვიყვანე ისინი, და ვუთხარი: 14 ყოველი შვიდი წლის ბოლოს გაუშვით თითოეულმა თქვენი ძმა, ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ თქვენ. გემსახუროს ექვს წელიწადს, შემდეგ გაუშვით თქვენგან თავისუფლად! მაგრამ თქვენმა მამებმა არ მისმინეს მე და არ დამიგდეს ყური.