23 და ღმერთმა ბოროტი სული გამოგზავნა აბიმელექსა და შექემელებს შორის, და უღალატეს შექემელებმა აბიმელექს, 24 რათა მოწეულიყო იერუბაყალის სამოცდაათი ძის მიმართ ჩადენილი ბოროტმოქმედება და მათი სისხლი მოჰკითხოდა აბიმელექს, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რომელთაც ხელი გაუმაგრეს, რომ თავისი ძმები დაეხოცა.