13 და შემოესმა ღოთოლიას ხალხის ჩოჩქოლი და გავიდა ხალხთან უფლის სახლში. 14 და დაინახა სვეტზე მდგარი მეფე, წესისამებრ, და სარდლები და საყვირები მეფის გვერდით. მხიარულობს ქვეყნის ერი და საყვირებს ახმიანებენ. და შემოიგლიჯა სამოსელი ღოთოლიამ და იყვირა: „ღალატია! ღალატი!” 15 და უბრძანა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს – ჯარის მეთაურებს, და უთხრა: „გარეთ გაიყვანეთ ღოთოლია და ვინც უკან გაჰყვება, მახვილით მოკალით”, რადგან იფიქრა მღვდელმა, უფლის სახლში არ მოკლანო. 16 და გზა მისცეს და წავიდა „ცხენთა შესასვლელით” სასახლისკენ, და იქ მოკლეს.