11 თავისი სულის ნაღვაწს კმაყოფილებით იხილავს; თავისი სიბრძნით მრავალთ გაამართლებს მართალი ჩემი მონა, და მათ ცოდვებს ის იტვირთავს. 12 ამიტომ წილს მივცემ მას მრავალთა შორის და ძლიერებთან გაინაწილებს ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავისი სული და ბოროტმოქმედებთან შეირაცხა. და მრავალთა ცოდვა იტვირთა და ცოდვილებს გამოესარჩლა.