8 და ადგნენ ეს კაცები და წავიდნენ. და უბრძანა იესომ მიმავალთ, რომ აღეწერათ ქვეყანა: „წადით, მოიარეთ ქვეყანა და აღწერეთ იგი, და დაბრუნდით ჩემთან. და აქ, შილოში, წილს გიყრით უფლის წინაშე.“ 9 და წავიდნენ ის კაცები, მოიარეს ქვეყანა და ჩაწერეს ის წიგნში ქალაქების მიხედვით, შვიდ ნაწილად, და დაბრუნდნენ შილოს ბანაკში იესოსთან. 10 იქ, შილოში, უყარა მათ წილი იესომ უფლის წინაშე და დაანაწილა ქვეყანა ისრაელიანთა ტომებს შორის.