22 უთხრა მამამ თავის მსახურებს: ‘სასწრაფოდ მოიტანეთ საუკეთესო სამოსი და ჩააცვით, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხსაცმელი ჩააცვით ფეხზე. 23 მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და გავიხაროთ, 24 რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’ და დაიწყეს მხიარულება.