1 კორინთელთა 7:32-40

By
მარტი 10, 2014
32 მე კი მსურს, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ აამოს უფალს; 33 ხოლო ცოლიანი ქვეყნიურ საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ცოლს. 34 არის განსხვავება ქმრიანსა და ქალწულს შორის: ქალი, უქმრო და ქალწული, ზრუნავს უფლისაზე, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც. ქმრიანი კი ამქვეყნიურ საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ქმარს. 35 ამას გეუბნებით თქვენდა სასარგებლოდ, არა იმისათვის, რომ შეგზღუდოთ, არამედ რათა ღირსეულად და წრფელად ემსახუროთ უფალს, დაბრკოლების გარეშე. 36 მაგრამ თუ ვინმეს შეუფერებლად მიაჩნია, რომ მისი დანიშნული ქალწული სიყმაწვილის ასაკს გადასცდეს, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს. დაე, დაქორწინდნენ. 37 ხოლო ვინც თავისი გულით მტკიცედ დგას და იძულებული არ არის, არამედ აქვს ხელმწიფება თავის ნებაზე და გადაწყვიტა თავის გულში თავისი ქალწულობის დაცვა, კარგად იქცევა. 38 ამიტომ, ვინც გაათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, და ვინც არ გაათხოვებს, უკეთესად იქცევა. 39 ცოლი რჯულით შეკრულია, სანამ ცოცხალია მისი ქმარი. ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია გაჰყვეს, ვისაც სურს, ოღონდ უფალში. 40 მაგრამ უფრო ნეტარია, თუ ასე დარჩება, ასეთია ჩემი რჩევა. და ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღმერთის სული.

კომენტარის დატოვება

Close
Close