46 და უთხრა მოსემ აარონს: „აიღე საცეცხლური, და ჩაყარე შიგ ცეცხლი სამსხვერპლოდან, და დააყარე საკმეველი, და წადი სწრაფად თემისაკენ და შეუნდე მათ. რადგან გამოვიდა რისხვა უფლისაგან, და იფეთქა შავმა ჭირმა.“ 47 და აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც უთხრა მოსემ, და კრებულის შუაგულს მიაშურა. და იხილა, რომ იფეთქა შავმა ჭირმა ხალხში. და ჩაყარა საკმეველი საცეცხლურში და შეუნდო ხალხს. 48 ჩადგა იგი მკვდრებსა და ცოცხლებს შორის და შეწყდა შავი ჭირი.