18 ვიცით, რომ ღმერთისაგან შობილნი არ სცოდავენ; არამედ ის, ვინც ღმერთისაგან იშვა, იცავს მათ და ბოროტება არ ეკარება მათ. 19 ვიცით, რომ ღმერთისაგან ვართ, და რომ მთელი ქვეყნიერება ბოროტში ძევს. 20 ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ჭეშმარიტში, მის ძე იესო ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.