3 მეფეთა 18:36-39

By
მარტი 10, 2014
36 მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: „უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისააკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ერთი ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მსახური ვარ და შენი სიტყვისამებრ გავაკეთე ეს ყველაფერი. 37 ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები.“ 38 და გადმოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა სრულადდასაწველი მსხვერპლი, შეშა, ქვები და ტალახი, ამოაშრო წყალი, თხრილში რომ იდგა. 39 და როცა ეს დაინახა მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შესძახა: „ჭეშმარიტად ეს არის უფალი ღმერთი!“

კომენტარის დატოვება

Close
Close