1 თუ კაცი ცოლს შეირთავს, მაგრამ ქალი მადლს ვერ ჰპოვებს მის თვალში, რადგან სამარცხვინოს რასმე უპოვნის კაცი, დაუწეროს გაყრილობის ბარათი, ხელში მისცეს და გაუშვას თავისი სახლიდან. 2 და გავა ქალი მისი სახლიდან, წავა და გათხოვდება სხვა კაცზე. 3 და თუ შეიძულა იგი ამ მეორე ქმარმაც, და დაუწერა მას გაყრილობის ბარათი, და მისცა მას და გაუშვა იგი თავისი სახლიდან, ან თუ მოკვდება ეს მეორე ქმარი, რომელმაც იგი ცოლად მოიყვანა, 4 არ შეუძლია მის პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, კვლავ დაიბრუნოს ცოლად, მას შემდეგ, რაც წაიბილწა, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის წინაშე, და ნუ გარყვნი ქვეყანას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ.