15 აჰა, დღეს მე დავდე შენს წინაშე სიცოცხლე და სიკვდილი, სიკეთე და ბოროტება. 16 და გიბრძანებ დღეს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა იარო მისი გზებით და დაიცვა მისი მცნებანი, მისი წესები და კანონები, და იცოცხლებ და გამრავლდები, და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ. 17 ხოლო თუ გადაუხვევს შენი გული, და არ შეისმენ, და გზას ასცდები, და სხვა ღმერთებს სცემ თაყვანს და მოემსახურები მათ, 18 მე დღეს გიცხადებთ, რომ დაიღუპებით და ვერ იდღეგრძელებთ იმ მიწაზე, რომლისთვისაც გადადიხართ იორდანეზე, რათა მიხვიდეთ იქ მის დასამკვიდრებლად.