იერემია 3:12:14

By
მარტი 11, 2014
12 წადი და გამოუცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთს და თქვი: მობრუნდი, ისრაელის განდგომილო ასულო, – მე არ მოვაწევ თქვენზე რისხვას, რადგან მოწყალე ვარ, – ამბობს უფალი, – და არ ვიმრისხანებ სამუდამოდ. 13 ოღონდ აღიარე შენი დანაშაული, რომ განუდექი შენს უფალ ღმერთს და უზნეობდი უცხოთესლთან ყოველი ფოთლოვანი ხის ქვეშ და ჩემს ხმას არ უსმენდით, – ამბობს უფალი. 14 მობრუნდით, განდგომილო ძენო, – ამბობს უფალი, – რადგან მე ვარ თქვენი პატრონი. თითოს გამოგიყვანთ ყოველი ქალაქიდან, ორ-ორს – ყოველი ტომიდან და მოგიყვანთ სიონში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close