ლუკას 9:57-62

By
მარტი 11, 2014
57 გზაზე რომ მიდიოდნენ, ვიღაცამ უთხრა მას: გამოგყვები, სადაც კი წახვალ. 58 იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს – ბუდეები, კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეკი.“ 59 მეორეს კი უთხრა: „გამომყევი.“ მან თქვა: „უფალო, გამიშვი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“ 60 მან კი უთხრა მას: „დაანებე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღმერთის სასუფეველი.“ 61 სხვამაც თქვა: „მე გამოგყვები, უფალო, ოღონდ ჯერ გამიშვი, ჩემს სახლს გამოვეთხოვო.“ 62 უთხრა მას იესომ: „არავინ გამოდგება ღმერთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანზე უდევს ხელი და უკან იყურება.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close