17 ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ დაღონდა პეტრე, მესამედ რომ უთხრა: „გიყვარვარ?“ და ეუბნება მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“ ეუბნება მას იესო: „აძოვე ჩემი ცხვრები. 18 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა. ხოლო როდესაც დაბერდები, გაშლი ხელს და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს.“ 19 ეს თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: „მომყევი მე!“