9 და დავინახე ოთხი ბორბალი ქერუბიმებთან: ერთი ბორბალი ერთ ქერუბიმთან და ერთი ბორბალი მეორე ქერუბიმთან და შესახედაობა თვლებისა მსგავსი იყო ქრიზოლითისა. 10 და გამოსახულება მათი – ერთი შესახედაობა ოთხივეს, როგორც ბორბალია ბორბლის შიგნით. 11 სვლისას ოთხი მხრისაკენ მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სვლისას, რადგან იმ ადგილისაკენ მიდიოდნენ, საითაც თავი იყო მიმართული. 12 და მთელი მათი ტანი და მათი ზურგი და მათი ხელები და მათი ფრთები და მათი ბორბლები სავსე იყო ირგვლივ თვალებით, მათი ოთხივე ბორბალი. 13 და ბორბლები იწოდა ქარბორბალად, გავიგონე ჩემი ყურით. 14 და ოთხი სახე თითოეულს, ერთი სახე – ქერუბიმის სახე, მეორე სახე – ადამიანის სახე, მესამე – ლომის სახე და მეოთხე – არწივის სახე. 15 და აიწიენ ქერუბიმები. ეს ის ცხოველი იყო, რომელიც ვიხილე მდინარე ქებარის ნაპირზე. 16 ქერუბიმების სვლისას ურმის ბორბლები მიდიოდნენ მათთან ერთად და, როდესაც ქერუბიმები ასწევდნენ თავიანთ ფრთებს, რომ აწეულიყვნენ მიწიდან. არ ტრიალდებოდნენ ბორბლები, ისინიც მათთან იყვნენ.