12 როცა აღივსებიან შენი დღეები და შენს მამებთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად შენს თესლს, რომელიც შენი საზარდულიდან გამოვა, და მის მეფობას განვამტკიცებ. 13 და ის ამიშენებს მე ტაძარს და მე განვამტკიცებ მისი მეფობის ტახტს საუკუნოდ. 14 მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი ძე იქნება ჩემთვის. თუ შემცოდავს, კაცთა წესით ვგვემ და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.