12 შეკრიბე ხალხი: კაცები, ქალები და ბავშვები, და ხიზნები, რომლებიც შენს კარიბჭეებში არიან, რომ გაიგონონ და ისწავლონ, და ეშინოდეთ უფლისა, შენი ღმერთისა, და შეასრულონ და დაიცვან ამ რჯულის ყოველი სიტყვა. 13 და მათმა შვილებმა, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან ეს, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლისა, თქვენი ღმერთისა, დღენიადაგ, სანამ იცოცხლებთ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეზე.“