10 არა მხოლოდ ეს, არამედ ასევე იყო, როდესაც რებეკას ჩაესახა ამ ერთისაგან, ჩვენი მამის, ისააკისაგან, 11 რადგან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი ორი შვილი და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, კარგი ან ცუდი, რომ ღმერთის განზრახვით არჩევანი უკვე გაკეთებული იყო, 12 არა საქმეთაგან, არამედ მომწოდებლისაგან ეთქვა მას: „უფროსი დაემონება უმცროსს.“ 13 როგორც წერია: „შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე.“ 14 თუ ასეა, რაღა ვთქვათ? ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც! 15 რადგან მოსეს ეუბნება: „ვინც მსურს შევიწყალო, შევიწყალებ, და ვინც მსურს შევიწყნარო, შევიწყნარებ.“