4 თქვენ დაინახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს, როცა აგწიეთ არწივების ფრთებზე და მოგიყვანეთ ჩემთან. 5 და ახლა, თუ მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ამოგარჩევთ ჩემს საკუთრებად ყველა ხალხიდან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. 6 და თქვენ იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად. აჰა, სიტყვანი, რომელთაც ეტყვი ისრაელის ძეთ!”