21 ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე, ეს კი – ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: ‘შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით’”. 22 ესოდენ უმჯობესი აღთქმის თავდებიც იესო გახდა. 23 მღვდელი ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში, 24 მას კი, უკუნისამდე დარჩენით გარდაუვალი მღვდლობა აქვს.