12 როგორ გგონიათ, კაცს რომ 100 ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნეს, განა არ მიატოვებს მთებში ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად? 13 და თუ შეძლებს მის პოვნას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ. 14 ასევე არ სურს თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგან.