23 და უეცრად იყვირა მათ სინაგოგაში მყოფმა, უწმიდური სულით შეპყრობილმა კაცმა: 24 „რა გინდა ჩემგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღმერთის წმიდავ.“ 25 და შერისხა იგი იესომ და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან.“ 26 და შეანჯღრია იგი უწმიდურმა სულმა, იყვირა დიდი ხმით და გამოვიდა მისგან. 27 და განცვიფრდნენ ყველანი, და ეკითხებოდნენ ერთმანეთს: „რა არის ეს? ახალი მოძღვრება ხელმწიფებით! უწმიდურ სულებსაც კი უბრძანებს და ისინი ემორჩილებიან მას!“