33 იყო სინაგოგაში ერთი კაცი, უწმიდური ეშმაკის სულით შეპყრობილი, და იყვირა: 34 „რას გვემართლები, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდავ.“ 35 იესომ შერისხა იგი და უთხრა: „დადუმდი და გადი მაგისგან!“ და ძირს დასცა იგი ეშმაკმა შუა ხალხში და გამოვიდა მისგან, და არაფერი დაუშავებია მისთვის. 36 გაოგნებამ მოიცვა ყველა და თქვეს ერთმანეთში: „ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით უწმიდურ სულებს უბრძანებს და ისინიც გამოდიან?“