იოანეს 6:15-21

By
ივნისი 8, 2014
15 მიხვდა იესო, რომ აპირებენ მოსვლას მის მოსატაცებლად და გასამეფებლად, და კვლავ განმარტოვდა მთაზე. 16 როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ჩავიდნენ ზღვაზე. 17 შევიდნენ ნავში და გაემართნენ ზღვის გადაღმა, კაპერნაუმისკენ. უკვე ბნელდებოდა და იესო კი ჯერ არ მისულიყო მათთან. 18 ზღვა ძლიერი ქარისაგან ღელავდა. 19 25 თუ 30 სტადიონი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეეშინდათ. 20 მან კი უთხრა მათ: „მე ვარ, ნუ გეშინიათ.“ 21 უნდოდათ ნავზე აეყვანათ იგი; და ნავი მაშინვე მიადგა ხმელეთს იმ ადგილას, სადაც მიდიოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close