მარკოზის 11:20-24

By
ივნისი 8, 2014
20 როდესაც დილით ჩაიარეს და დაინახეს, რომ ლეღვი ფესვებამდე გამხმარიყო, 21 გაახსენდა პეტრეს და ეუბნება მას: „რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა.“ 22 მიუგო იესომ და ეუბნება მათ: „იქონიეთ ღმერთის რწმენა. 23 ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: ‘აიწიე და ზღვაში ჩავარდი,’ და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას. 24 ამიტომ გეუბნებით თქვენ: გწამდეთ, რომ ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, მიიღებთ და თქვენი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close