19 მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძე თავის თავად ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს. 20 რადგან მამას უყვარს ძე და ყველაფერს, რასაც აკეთებს, უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც უჩვენებს, ისეთებს, რომ გაგიკვირდებათ. 21 რადგან, როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და სიცოცხლეს ანიჭებს მათ, ასევე ძეც, ვისი გაცოცხლებაც სურს, გააცოცხლებს.