ებრაელთა 7:23-28

By
ივლისი 11, 2014
23 მღვდელი ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში, 24 მას კი უკუნისამდე დარჩენით წარუვალი მღვდლობა უპყრია. 25 ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი მეშვეობით მიეახლება ღმერთს, რადგან ცოცხალია მუდამ მათთვის საშუამდგომლოდ. 26 ასეთი მღვდელმთავარი შეგვფეროდა ჩვენ: წმიდა, უბოროტო, შეურყვნელი, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული, 27 რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, – ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისათვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის. რადგან ეს მან ერთხელ მოიმოქმედა, როდესაც თავი შესწირა. 28 რადგან რჯული უძლურ ადამიანებს აყენებს მღვდელმთავრებად, ხოლო ფიცის სიტყვამ, რჯულის შემდგომ, დააყენა ძე, რომელიც სრულქმნილია უკუნისამდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close