5 და თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რომ არ გადავაჭარბო, თქვენ ყველანი. 6 საკმარისი იყოს მისთვის ეს სასჯელი მრავალთაგან. 7 ასე რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა წუხილმა არ შთანთქას იგი. 8 ამიტომ შეგაგონებთ, გამოიჩინოთ სიყვარული მის მიმართ. 9 რადგან იმისთვისაც დავწერე, რომ გამომეცადეთ, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა. 10 ვისაც თქვენ აპატიებთ რაიმეს, მეც ვაპატიებ, რადგან ვისაც რა ვაპატიე, თქვენი გულისთვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე. 11 რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ, რადგან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.