14 ამიტომ ენითმეტყველება მორწმუნეთათვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. ხოლო წინასწარმეტყველება კი ურწმუნოთათვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის. 23 და აი, თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება და ყველანი ილაპარაკებენ ენებით და შემოვლენ უმეცარნი ან ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილები ხომ არა ხართო? 24 მაგრამ, თუ ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უმეცარი, და მას ყველა ამხელს და ყველა განსჯის, 25 ამრიგად გამომჟღავნდება მისი გულის დაფარული. ის დაემხობა ძირს, თაყვანს სცემს ღმერთს და აღიარებს, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორის არის ღმერთი. 26 მაშ, რაღა, ძმებო? როცა თქვენ იკრიბებით და თითოეულს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლა, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება – ყოველივე ეს ხდებოდეს აღსაშენებლად.