იაკობის 2:1-7

By
აგვისტო 6, 2014
1 ჩემო ძმებო, ნუ იქნებით მიკერძოებულნი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს დიდების რწმენაში. 2 რადგან, თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსით მოსილი, და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით, – 3 თუ შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით მას: „დაბრძანდი, აქ უკეთესია.“ ღარიბს კი ეტყვით: „შენ იქ დადექი,“ ანდა: „აქ დაჯექი, ჩემს ფეხთით,“ – 4 განა არ არჩევთ თქვენს შორის და ცუდი აზრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ? 5 ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა ამა ქვეყნის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა? 6 თქვენ კი დაამცირეთ ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში? 7 განა ისინი არ გმობენ თქვენს კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით?

კომენტარის დატოვება

Close
Close