1 და სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს, ვისაც აქვს ღმერთის შვიდი სული და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი, რომ სახელი გაქვს, რომ ცოცხალი ხარ, და მკვდარი კი ხარ. 2 ფხიზლად იყავი და განამტკიცე დანარჩენი, სიკვდილის პირას მისული, რადგან ვერ ვპოვე შენი საქმეების სრულყოფილება ჩემი ღმერთის წინაშე. 3 გაიხსენე, რაც მიიღე და მოისმინე, დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოვალ შენზე.