ფსალმუნები 36:4-13

By
აგვისტო 12, 2014
4 უფალი იყოს შენი სიხარული, ის აგისრულებს გულის საწადელს. 5 წარმართე უფლისკენ შენი სავალი გზა, მიენდე მას და ის აღასრულებს. გამოავლენს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს – შუადღესავით. 7 დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს. 8 მოეშვი რისხვას და მიატოვე გულისწყრომა! ნუ გამძვინვარდები, არ გაბოროტდე. 9 რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან, ხოლო უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. 10 კიდევ ცოტა, და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იქ. 11 ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და დაამდებიან დიდი მშვიდობით. 12 ავი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ. 13 მაგრამ უფალი დასცინის მას, ვინაიდან ხედავს, რომ მოდის მისი დღე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close