რომაელთა 2:25-29

By
სექტემბერი 1, 2014
25 რადგან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს ასრულებ. ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთლობად იქცევა. 26 მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება? 27 ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, წერილითა და წინადაცვეთით რჯულის დამრღვევს. 28 რადგან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასეთი, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე, 29 არამედ ვინც შინაგანად, დაფარულად არის იუდეველი, ის არის იუდეველი, და სულით არის გულის წინადაცვეთა და არა ნაწერი ასოებით. და მისი ქება კაცთაგან კი არაა, არამედ ღმერთისგან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close