2 ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტ მუშაკებს, ერიდეთ დაცვეთას, 3 რადგან წინადაცვეთილობა ჩვენ ვართ – სულით მსახურნი ღმერთისა და ქრისტე იესოში მოქადულნი და ხორცის არამოიმედენი. 4 თუმცა ხორცის იმედიც მაქვს. თუ სხვა ვინმეს ხორცის იმედი აქვს, მე – მით უმეტეს, 5 წინადაცვეთილი მერვე დღეს, ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელი ებრაელთაგან, რჯულით ფარისეველი, 6 შურით მდევნელი ეკლესიისა, რჯულის სიმართლით, უმწიკვლოდ მყოფი. 7 მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის. 8 დიახ, პირიქით, ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის, ქრისტე იესოს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც ყველაფერი დავკარგე და ნაგვად მივიჩნიე, რათა ქრისტე შევიძინო 9 და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რაც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც არის ქრისტეს რწმენის მეშვეობით, რწმენაზე დაფუძნებული ღმერთის სიმართლით,