11 მასში წინადაიცვითეთ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი სხეულის განძარცვით, ქრისტეს წინადაცვეთით. 12 ნათლისღებით მასთან ერთად დამარხულები, მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის მოქმედების რწმენით, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით. 13 და თქვენც, მკვდრები შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად. მან მოგვიტევა ყველა შეცოდება.