29 თუ ვინმე გაყიდის საცხოვრებელ სახლს გალავნიან ქალაქში, მისი გამოსყიდვა ნებადართულია გაყიდვიდან იმ წლის დასასრულამდე. ერთი წლის განმავლობაში გამოსყიდვის ნება აქვს. 30 თუ არ იქნა გამოსყიდული წლის დასასრულამდე, სახლი, რომელიც გალავნიან ქალაქშია, სამუდამოდ დარჩება მის მყიდველს და მის მოდგმას, არ ჩამოერთმევა მას საიუბილეო წელს. 31 მაგრამ სოფლის სახლები, რომლებსაც არა აქვთ გალავანი, უნდა ჩაითვალოს იქაური მინდვრის თანაბრად: დასაშვებია მათი გამოსყიდვა და საიუბილეო წელს ისინი უბრუნდება ძველ პატრონს.