29 მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: „დარჩი ჩვენთან, რადგან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა.“ ისიც შევიდა მათთან დასარჩენად. 30 და მოხდა ისე, რომ მათთან ინახით ჯდომისას, მან აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ. 31 და აეხილათ თვალი და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის.