1 ადიდეთ უფალი! უგალობეთ უფალს გალობა ახალი, დიდება მისი წმიდათა კრებულში! 2 იხაროს ისრაელმა თავისი შემოქმედით, იზეიმონ სიონის ძეებმა თავიანთი მეუფით! 3 განადიდონ მისი სახელი როკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას! 4 რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს თავმდაბლებს გამარჯვებით. 5 იმხიარულონ წმიდებმა ღირსებით, იღაღადონ სიხარულით თავიანთ სარეცლებზე.