გამოსვლა 28:1-5

By
ოქტომბერი 5, 2014
1 და მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, და მისი ძენი მასთან ერთად, ისრაელიანთაგან, რათა მღვდლობა გამიწიონ აარონმა და მისმა ძეებმა: ნადაბმა, აბიჰუმ, ელეაზარმა და ითამარმა. 2 და დაუმზადე წმიდა სამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისათვის და დასამშვენებლად. 3 და ელაპარაკე ყველა ხელოვან ოსტატს, რომელნიც მე ავავსე სიბრძნის სულით, რომ დაუმზადონ სამოსელი აარონს, რათა ჩემს მღვდლად იკურთხოს იგი. 4 და აჰა, სამოსელი, რაც უნდა დაუმზადონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი და ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. და დაუმზადონ წმიდა სამოსელი აარონს, შენს ძმას, და მის ძეთ, რათა მღვდლობა გამიწიონ. 5 აიღონ ოქრო, ცისფერი და ძოწეული და ჭიაფერი ნართი და ბისონი.

კომენტარის დატოვება

Close
Close