4 გლოვობს, იღუპება ქვეყანა, სასოწარკვეთილებაში მიილია ქვეყნიერება, იღუპებიან ქვეყნის ძლიერნი. 5 დედამიწა შეიბილწა მის მკვიდრთა მიერ, რადგან გადაუხვიეს რჯულს, შეცვალეს წესი, დაარღვიეს საუკუნო აღთქმა. 6 ამის გამო წყევლა ჭამს დედამიწას და ისჯებიან მისი მკვიდრნი; ამიტომ ქრებიან ქვეყნის მკვიდრნი, სულ ცოტაღა დარჩა ხალხი.