6 შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაკეტე კარი და ილოცე შენი მამისადმი, რომელიც დაფარულია. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად. 7 ხოლო ლოცვის დროს ზედმეტს ნუ იტყვით წარმართებივით, რადგან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან. 8 ნუ დაემსგავსებით მათ, რადგან თქვენმა მამამ თქვენი საჭიროება თხოვნამდე იცის.