6 იესო წაჰყვა მათ და უკვე იმ სახლის შორიახლოს იყვნენ, როდესაც ასისთავმა გამოუგზავნა მეგობრები მისთვის სათქმელად: „უფალო, ნუ გაირჯები, რადგან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. 7 ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა. 8 რადგან მეც, ხელმწიფების ქვეშ მყოფს, ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: ‘წადი!’ და მიდის. და სხვას: ‘მოდი!’ და მოდის. ჩემს მონას: ‘გააკეთე ეს!’ და აკეთებს.“ 9 ეს რომ გაიგონა იესომ, გაუკვირდა მისი, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და უთხრა: „გეუბნებით, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა.“