25 ქალი კი მივიდა, დაემხო მის წინ და უთხრა: „მიშველე მე, უფალო!“ 26 მან მიუგო და უთხრა: „არ არის კარგი, რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო.“ 27 ქალმა უთხრა: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, რომლებიც მათი ბატონების სუფრიდან ცვივა.“ 28 მაშინ მიუგო იესომ და უთხრა: „ო, ქალო! დიდია შენი რწმენა. დაე მოგეცეს შენ შენი სურვილისამებრ.“ და იმავე ჟამს განიკურნა მისი ქალიშვილი.