4 რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენზე უკეთესი მსხვერპლი. იმით მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როცა ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენთა შესახებ, და ამის წყალობით კვლავ მეტყველებს, თუმცა მკვდარია. 5 რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ეხილა. ვეღარავინ ჰპოვა იგი, რადგან ღმერთმა გადაიყვანა. გადაყვანამდე კი მიიღო მოწმობა, რომ სათნო ეყო ღმერთს.