გამონაკლისი ბიბლიის მუხლები

ლუკას 6:22
ნეტარნი ხართ, როდესაც სძულხართ ადამიანებს, როდესაც გაძევებენ და გლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს დევნიან, როგორც ბოროტებას, კაცის ძის გამო.

ეფესელთა 4:18
გონებადაბნელებულნი და ღმერთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,

მარკოზის 5:37
და არავინ გაიყოლა თან, გარდა პეტრესი, იაკობისა და იოანესი – იაკობის ძმისა.

რიცხვნი 14:23
ვერ იხილავს ქვეყანას, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს; ვერცერთი ჩემი მოძულე ვერ იხილავს მას.

მათეს 25:31-33
ხოლო, როცა თავისი დიდებით მოვა ძე კაცისა და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისგან. დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, თხებს კი – თავის მარცხნივ.

რიცხვნი 14:30
ვერ შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელზეც აღვმართე ხელი, რათა დამემკვიდრებინეთ მასში, გარდა ხალებ იეფუნეს ძისა და იეშუა ნავეს ძისა.

რიცხვნი 26:65
რადგან, ნათქვამი ჰქონდა უფალს მათზე: „უსათუოდ დაიხოცებიან ისინი უდაბნოში!” და არ დარჩა მათგან არც ერთი, გარდა ხალებ იეფუნეს ძისა და იეშუა ნავეს ძისა.

რიცხვნი 32:11
ვერ იხილავს ეგვიპტიდან გამოსული ეს ხალხი, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ქვეყანას, რომელზეც შევფიცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რადგან არ გამომყვნენ მთელი გულით.

იესო ნავეს ძე 5:6
რადგან ორმოცი წელი იარეს ისრაელიანებმა უდაბნოში, ვიდრე არ დაიხოცა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომლებიც ეურჩნენ უფლის ხმას, რისთვისაც დაიფიცა უფალმა, რომ ვერ იხილავდნენ მიწას, რომელიც აღუთქვა მათ მამებს, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

ფსალმუნები 94:11
ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანებისას, რომ ვერ შემოვლენ-მეთქი ჩემს სიმშვიდეში.

ეზეკიელი 20:15
ხელაღმართულმა დავუფიცე მათ უდაბნოში, რომ აღარ შევიყვანდი ქვეყანაში, რომელიც მივეცი, სადაც რძე და თაფლი მოედინება და რომელიც ყველა ქვეყანაზე მშვენიერია.

ებრაელთა 3:19
და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ მართლა ვერ შეძლეს შესვლა ურწმუნოების გამო.

მათეს 5:20
გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში!

მათეს 18:3
თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში.

მათეს 25:10
ვიდრე საყიდლად იყვნენ წასულნი, მოვიდა ნეფე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიკეტა.

მარკოზის 10:15
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სამეფოს, ვერ შევა შიგ”.

ლუკას 13:28
და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა, როცა იხილავთ აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღვთის სამეფოში, თქვენს თავს კი – გარეთ განდევნილებს.

1 კორინთელთა 6:19
ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?

1 კორინთელთა 15:50
ამას კი გეტყვით, ძმებო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სამეფოს დამკვიდრება, ხრწნილება ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას.

გალატელთა 5:21
სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.

ეფესელთა 5:5
რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტესა და ღვთის სამეფოში.

გამოცხადება 21:27
ვერ შევა მასში ვერაფერი უწმინდური, ვერავინ ცრუ და სიბილწის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი.

რიცხვნი 1:51
გამგზავრებისას ან დაბანაკებისას ლევიანებმა დაშალონ და აღმართონ სავანე; უცხოთაგან მიახლოებული კი მოიკლას.

რიცხვნი 18:3
და აღასრულონ მოვალეობანი შენი და მთელი კარვის მიმართ, მაგრამ საწმიდრის ჭურჭელსა და სამსხვერპლოს არ მიუახლოვდნენ, რათა არ შეიმუსრნონ, თვითონაც და თქვენც.

Close
Close