27 შუადღისას დაუწყო მათ დაცინვა ელიამ: “მაგრად დაუყვირეთ, რადგან ღმერთია იგი! ფიქრშია ალბათ, ან, ვაითუ, რამე უჭირს, ან გზაში იყოს. იქნებ სძინავს, და გაიღვიძებს.” 28 დიდ ხმაზე გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისამებრ თავს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, ისე, რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე.