22 და, აჰა, ქანაანელი ქალი მოვიდა მასთან იმ ადგილებიდან, შეჰღაღადა მას და უთხრა: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა! ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია.“ 23 მაგრამ მან სიტყვაც არ უპასუხა. მოწაფეები მივიდნენ მასთან და სთხოვეს: „გაუშვი იგი, რადგან უკან მოგვყვირის ჩვენ.“ 24 მან მიუგო და უთხრა: „მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან.“ 25 ქალი კი მივიდა, დაემხო მის წინ და უთხრა: „მიშველე მე, უფალო!“ 26 მან მიუგო და უთხრა: „არ არის კარგი, რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო.“ 27 ქალმა უთხრა: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, რომლებიც მათი ბატონების სუფრიდან ცვივა.“ 28 მაშინ მიუგო იესომ და უთხრა: „ო, ქალო! დიდია შენი რწმენა. დაე მოგეცეს შენ შენი სურვილისამებრ.“ და იმავე ჟამს განიკურნა მისი ქალიშვილი.