30 და, აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას და, რომ გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძევ!“ 31 ხალხი კი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა. ხოლო ისინი უფრო მეტად ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძევ!“ 32 და შეჩერდა იესო, დაუძახა მათ და უთხრა: „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?“ 33 უთხრეს მას: „თვალები რომ აგვიხილო, უფალო.“ 34 შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. და მყისვე აეხილათ თვალები და გაჰყვნენ მას.