7 მცირედ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე. დიდებით და პატივით დააგი გვირგვინი, 8 ყოველივე დაუმორჩილე მას ფეხთა ქვეშ.“ ხოლო თუ ყოველივე დაუმორჩილა მას, მაშ არაფერი დაუტოვებია მისთვის დაუმორჩილებელი. ახლა კი, ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს. 9 მაგრამ ჩვენ ვხედავთ იესოს, რომელიც მცირე ხნით იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით დაგვირგვინებულს სიკვდილის ტანჯვის გავლის გამო, რადგან ღმერთის მადლით ყველასთვის სიკვდილი ეგემა.